UKR/GEO Лист Предстоятеля ПЦУ Блаженнійшому Католикосу – Патріарху всієї Грузії Шіо III
Святійшому і Блаженнійшому Католикосу – Патріарху всієї Грузії, Архієпископу Мцхетському і Тбіліському, Митрополиту Бічвінти та Цхум-Абхазії Шіо III
Ваша Святосте! Христос воскрес!
Від імені багатомільйонної повноти Православної Церкви України, від 65 її ієрархів та від себе особисто надсилаю Вам братні у Христі вітання з нагоди обрання та інтронізації на стародавню кафедру грузинських Католікосів-Патріархів – кафедру, освячену подвигом святих, вірністю Євангелію та багатовіковим служінням її Предстоятелів Христовій Церкві та грузинському народу.
Священне Писання говорить: «У кожного, кому дано багато, від того будуть і багато вимагати; і кому багато довірено, від того і вимагатимуть більше» (Лк. 12:48). Першосвятительське служіння є не владою земною, але передусім хрестом відповідальності, покликанням до жертовної любові, до стояння в істині та служіння єдності Церкви Христової. Бо архіпастир покликаний бути образом Доброго Пастиря, Який «душу Свою покладає за овець» (Ін. 10:11).
У час великих випробувань для людства, коли світ особливо потребує свідчення правди, милосердя та духовньої мужності, служіння Предстоятеля набуває особливої ваги. Адже Церква Христова покликана не служити духові цього світу, але невпинно свідчити про Євангеліє миру, справедливості та любові, зберігаючи вірність Христові, Який один є Істина і Життя.
Стародавня Грузинська Церква упродовж століть була хранителькою християнської традиції, духовної культури та національної гідності свого народу. Нехай же Господь укріпить Вас у новому високому служінні, дарує мудрість, мир серцю та силу провадити ввірену Вам паству дорогою віри, братньої любові та євангельської істини.
Молимося словами апостола Павла: «Пильнуйте себе та всю отару, в якій вас Дух Святий поставив єпископами, щоби пасти Церкву [Господа і] Бога, яку Він придбав Своєю кров’ю» (Діян. 20:28).
Нехай Всемилостивий Бог за молитвами святої рівноапостольної Ніни, просвітительки Грузії, Вашого святого покровителя преподобного Шіо та всіх святих благословить Ваше патріарше служіння в євангельській любові, правді та вірності Христові. Господь нехай благословить братній грузинський народ миром, єдністю та духовним зміцненням.
«Пасіть те Боже стадо, що є у вас; наглядайте не з примусу, а добровільно, по Божому; не задля ненаситної жадоби користі, а з ревності» (1 Пет. 5:2).
Прошу Ваших святих молитов за перемогу правди і справедливий мир для України. Запевняю Вас у наших молитвах!
З братньою любов’ю у Христі воскреслому –
Епіфаній,
Митрополит Київський і всієї України,
Предстоятель Православної Церкви України
Києво-Печерська Лавра,
12 травня 2026 р.
***
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის წერილი, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს.
უწმინდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ- აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო ІІІ
თქვენო უწმინდესობავ!
ქრისტე აღდგა!
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, მრავალმილიონიანი სავსების, მისი 65 იერარქის და პირადად ჩემი სახელით გიგზავნით ქრისტეში ძმურ მილოცვას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა უძველეს კათედრაზე, თქვენს არჩევასთან და ინტრონიზაციასთან დაკავშირებით-იმ კათედრაზე რომელიც კურთხეულია წმინდანთა ღვაწლით, საქართველოს მამამთავრების სახარებისადმი ერთგულებით, ქრისტეს ეკლესიისა და ქართველი ხალხისადმი მრავალსაუკუნოვანი მსახურებით.
წმინდა წერილი ამბობს: “რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება.”
(ლკ.12:48)
მამამთავრობა არ არის მიწიერი მსახურება არამედ უპირველეს ყოვლისა ეს პასუხისმგებლობის,
თავგანწირული სიყვარულის, ჭეშმარიტებაში დგომის და ქრისტეს ეკლესიის ერთიანობისთვის მსახურების ჯვარი.
კაცობრიობისთვის დიდი გამოწვევების დროს, როდესაც სამყარო განსაკუთრებით საჭიროებს სიმართლეს, გულმოწყალებას და სულიერ სიმამაცეს, მამამთავრის მსახურებას ენიჭება განსაკუთრებული წონა. რადგან ქრისტეს ეკლესია მოწოდებულია ემსახუროს არა ამქვეყნიურ სულს, არამედ დაუღალავად მოწმობდეს მშვიდობის, სამართლიანობის და სიყვარულის სახარებას, უერთგულოს ქრისტეს, რომელიც არის ერთადერთი ჭეშმარიტება და სიცოცხლე.
საქართველოს უძველესი ეკლესია არის ქრისტიანული ტრადიციების, სულიერი კულტურის და ნაციონალური ღირსების მცველი.
დაე უფალმა გაგაძლიეროთ თქვენ თქვენს ახალ, მაღალ მსახურებაში, მოგანიჭოთ სიბრძნე, მშვიდობა და ძალა რათა თქვენდამი მინდობილი საწყმსო ატაროთ ძმური სიყვარულის და სახარებისეული ჭეშმარიტების გზით.
ვლოცულობთ პავლე მოციქულის სიტყვებით:
“მაშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით.”
(საქმ. 20:28)
ყოვლადმოწყალე ღმერთმა, ლოცვითა წმინდისა მოციქულთასწორისა ნინოსი, თქვენი მფარველის ღირსი შიოსა და ყოველთა წმინდანთა დაე დალოცოს თქვენი საპატრიარქო მსახურება სახარებისეული სიყვარულით, სიმართლით და ქრისტეს ერთგულებით.
ღმერთმა დალოცოს მოძმე ქართველი ერი მშვიდობით, ერთიანობით და სულიერი სიძლიერით.
“მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.”
(1 პეტრ5:2)
გთხოვთ თქვენს წმინდა ლოცვებს სიმართლის გამარჯვებისთვის და უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობისთვის.
მარად თქვენთვის მლოცველი, აღდგომილ ქრისტეში ძმური სიყვარულით
ეპიფანი
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური
კიევო-პეჩერის ლავრა
12 მაისი 2026 წ.